თავში

ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო აღლუმი გაიმართა

ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო აღლუმი გაიმართა
ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო აღლუმი გაიმართა

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების ცნობით, ფხენიანში სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელშიც დიდი რაოდენობით სამხედრო პერსონალი და სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle იუწყება.

ოფიციალური სეულის ცნობით, სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სპეცსამსახურებმა შეისწავლეს ინფორმაცია აღლუმის შესახებ, რომელიც დიდი ალბათობით „კორეის შრომის პარტიის“ შექმნის 75-ე წლისთავს მიეძღვნა, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ეს შესაძლოა მთავარი აღლუმის რეპეტიცია ყოფილიყო. ამასთან, ოფიციალური სეული არ გამორიცხავს, რომ სამხედრო აღლუმზე ფხენიანი ახალ ბალისტიკურ რაკეტას ან სხვა ტიპის ბირთვულ იარაღს წარადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system