თავში

ჩრდილოეთ კორეაში შეზღუდვების დამრღვევი პირი საჯაროდ დახვრიტეს

ჩრდილოეთ კორეაში შეზღუდვების დამრღვევი პირი საჯაროდ დახვრიტეს
ჩრდილოეთ კორეაში შეზღუდვების დამრღვევი პირი საჯაროდ დახვრიტეს

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის 50 წლამდე მამაკაცი საჯაროდ დახვრიტა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ ჩინეთის დახურულ საზღვარზე კონტრაბანდის გადაზიდვაში ბრალდებული ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით იმიტომ მოკლეს, რომ ადამიანებს დაწესებული შეზღუდვების დარღვევის სურვილი აღარ გაუჩნდეთ და მათთვის ეს სასჯელი მაგალითი იყოს. 

"ქვეყანაში ნოემბრის ბოლოდან კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვები გამკაცრდა. მათ საჯაროდ დახვრიტეს ადამიანი, რათა სხვა მოქალაქეები დაეშინებინათ", - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მკვიდრმა.

ჩრდილოეთ კორეა საჯაროდ აცხადებს, რომ ვირუსისგან თავისუფალია. თუმცა, მან ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მკაცრი ზომები მიიღო: ჩაკეტა ქალაქები და საგუშაგოები, გააუქმა კულტურული ღონისძიებები და პროვინციებს შორის მოგზაურობები აკრძალა. ქვეყანას ჩინეთთან საზღვარი ჩაკეტილი აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system