თავში

ჩრდილოეთ კორეელი ტანმოვარჯიშე დემილიტარიზებული ზონის 3-მეტრიან ღობეზე გადახტა

ჩრდილოეთ კორეელი ტანმოვარჯიშე დემილიტარიზებული
ჩრდილოეთ კორეელი ტანმოვარჯიშე დემილიტარიზებული ზონის 3-მეტრიან ღობეზე გადახტა

ადამიანი, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან დემილიტარიზებული ზონის DMZ გავლით სამხრეთ კორეაში გაიქცა ამბობს, რომ ის ყოფილი ტანმოვარჯიშეა. 20 წლის მამაკაცი 3-მეტრიან ღობეს თავისი სპორტული უნარების გამოყენებით გადაახტა. ამის შესახებ Sky News წერს.

DMZ გადაჭიმულია კორეის ნახევარკუნძულზე. მისი სიგანე დაახლოებით 4 კილომეტრია და ტერიტორია დანაღმულია. აქ ეკლიანი მავთულხლართებიცაა. ადგილზე ჩრდილოეთითა და სამხრეთით შეიარაღებული პირები პატრულირებენ.

ცნობილია, რომ ის პირველად 2 ნოემბერს ჩრდილოეთ კორეის მხარეში შენიშნეს. ერთი დღის შემდეგ კი ის სამხრეთით მდებარე მავთულხლართების გალავანზე დააფიქსირეს. კორეის პოლიციამ ის დააკავა, მათი თქმით, მამაკაცი სამოქალაქო პირია, რომელიც ტერიტორიაზე დარღვევებს ეძებდა.

სამხედროები ცდილობენ დაადგინონ, როგორ შეძლო მამაკაცმა 3-მეტრიანი ღობის გადალახვა ისე, რომ სიგნალიზაცია არ ჩაირთო.

უსაფრთხოების ძალებმა დაკავებული მამაკაცი ღობეზე ორჯერ გადაახტუნეს, რადგან მის სიმართლეში დარწმუნებულიყვნენ.

მომხდარმა მრავალი ადამიანის კრიტიკა გამოიწვია. ზოგი ამბობს, რომ მამაკაცის ღობის გადაკვეთამ სამხრეთ კორეის სამხედრო უსაფრთხოების ხარვეზები გამოავლინა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სენსორებს, რომლებსაც განგაშის სიგნალი უნდა ჩაერთო, დაზიანებული იყო. ოფიციალური პირების განცხადებით, DMZ-ის ტერიტორიის გადაკვეთა იშვიათია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system