თავში

ჩრდილოეთ კორეელს "კალმარის თამაშებისთვის" სიკვდილით დასჯიან

ჩრდილოეთ კორეელს "კალმარის თამაშებისთვის" სიკვდილით დასჯიან
ჩრდილოეთ კორეელს კალმარის თამაშებისთვის სიკვდილით დასჯიან

ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეს პოპულარული სერიალის, "კალმარის თამაშის" კონტრაბანდისა და გადაყიდვისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ინფორმაციას RFA ავრცელებს.

მამაკაცმა, სავარაუდოდ, სერიალი ჩინეთში ჩამოტვირთა, რის შემდეგაც ის ფლეშ-დრაივებზე გადმოიტანა და თანამემამულეებს მიჰყიდა.

ინციდენტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რამდენიმე მოსწავლე სერიალის ყურებაში ამხილეს. თავად მოსწავლეებს ხუთი წლით იძულებითი შრომა მიუსაჯეს, სკოლის მასწავლებლები კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

"ხელისუფლება ძალიან სერიოზულად ეკიდება ამ ინციდენტს და აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევები ახალგაზრდების განათლებას აფუჭებს. ცენტრალურმა კომიტეტმა თანამდებობიდან სკოლის დირექტორი, ახალგაზრდობის საქმეთა მდივანი და კლასის დამრიგებელი სამსახურიდან გაათავისუფლა“, - განაცხადა წყარომ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ჩრდილოეთ კორეაში მიიღეს კანონი, რომელიც კაპიტალისტური ქვეყნებიდან,კერძოდ, სამხრეთ კორეიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოტანილი ვიდეოპროდუქციის კონტრაბანდისა და გავრცელებისთვის სასჯელს ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system