თავში

ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთ კორეაში გაქცეულთა რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო

​ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთ კორეაში გაქცეულთა
ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთ კორეაში გაქცეულთა რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო

2019 წელს ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთში გაქცეულთა რიცხვი რეკორდულად შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ გაერთიანების საკითხებში სამხრეთ კორეის სამინისტრო აკეთებს. მონაცემებზე დაყრდნობით, 2019 წელს სამხრეთ კორეაში გაქცევა მხოლოდ 1047-მა ჩრდილოკორეელმა მოახერხა, რომელთა 81% ქალია. ქალების სიმრავლე იმით არის განპირობებული, რომ ისინი ჩრდილოეთ კორეაში ნაკლებად დასაქმებულები არიან და მათი ადგილზე არყოფნა შედარებით შეუმჩნეველია ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის.

ჩრდილოკორეელი მოქალაქეები ქვეყნიდან გაქცევას ყველაზე წარმატებულად 2009-2014 წლებში ახერხებდნენ, თუმცა, 2011 წელს ხელისუფლების სათავეში ახალი ლიდერის, კიმ ჩენ ინის მოსვლის შემდეგ, კონტროლი ქვეყნიდან მიგრაციაზე მაქსიმალურად გამკაცრდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system