თავში

ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ ობიექტზე აქტივობა შეინიშნება

​ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ ობიექტზე აქტივობა შეინიშნება
ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ ობიექტზე აქტივობა შეინიშნება

ამერიკელი ექსპერტები თვლიან, რომ ჩრდილოეთ კორეამ ფხენიანთან მდებარე ბირთვულ ობიექტზე სამუშაოები განაახლა. ანგარიში აშშ-ის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ექსპერტებმა ამ დასკვნამდე სატელიტური სურათების საფუძველზე მივიდნენ. მათზე ჩანს, როგორ ამოდის "ორთქლის ან კვამლის" ღრუბლები რადიოქიმიური ლაბორატორიიდან და მიმდებარე თბოელექტროსადგურიდან.

”მართალია, ეს არ ნიშნავს პლუტონიუმის გადამუშავების კამპანიის დაწყებას, მაგრამ ეს მიუთითებს იმაზე, რომ შენობა ფუნქციონირებს და თბება”, - ნათქვამია გამოცემაში.

გარდა ამისა, ანგარიშის ავტორების თქმით, სურათებიდან გამომდინარეობს, რომ თბოელექტროსადგურის სასაწყობე  ობიექტების მომარაგება ბოლო ორი კვირის განმავლობაში განახლდა.

მათი აზრით, ბირთვულ ობიექტში საქმიანობის განახლების სავარაუდო მიზეზები ან ბირთვული ნარჩენების დამუშავების კამპანიის დაწყება, ან ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების სტრატეგიული ნაბიჯია, რომელიც მიზნად აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაზე, ასევე სამხრეთ კორეაზე ზეწოლის გაზრდას ისახავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system