თავში

ჩვენ აზერბაიჯანთან კარგი ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს - ირანელი დიპლომატი

ჩვენ აზერბაიჯანთან კარგი ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს - ირანელ
ჩვენ აზერბაიჯანთან კარგი ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს - ირანელი დიპლომატი

დღეს ბაქოში კონფერენცია თემაზე „აზერბაიჯანი-თურქეთი-ირანის სამმხრივი ურთიერთობები“ დაიწყო, რომლის ორგანიზატორი აზერბაიჯანული „საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის ცენტრია“. მასში ირანისა და თურქეთის საერთაშორისო კვლევითი ცენტრები მონაწილეობენ.

ღონისძიებაზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ამავდროულად უწყების პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, მოჰამად ქაზიმ საჯადპურმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის, ირანისა და თურქეთის ანალიტიკური ცენტრების საქმიანობა ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს. 

"ჩვენ აზერბაიჯანთან კარგი ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ ასევე მზად ვართ, ირანის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ანალიტიკური ცენტრების სამმხრივ თანამშრომლობაზე ვიმუშაოთ. ამ თვალსაზრისით დღევანდელ შეხვედრას ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გავაფართოვოთ თანამშრომლობა რეგიონში“, – აღნიშნა საჯადპურმა.

აზერბაიჯანის „საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის ცენტრის“ ხელმძღვანელის ფარიდ შაფიევის განცხადებით, ისინი ხედავენ ბოლოდროინდელ დაძაბულობას ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობებში, მაგრამ ფიქრობს, რომ სამი ქვეყნის ანალიტიკური ცენტრების პლატფორმა ამ საკითხის განხილვის საშუალებას იძლევა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ თურქეთისა და ირანის კვლევითი ცენტრების ხელმძღვანელებთან ერთად შეხვედრა შემდგომი თანამშრომლობის განსახილველად. თითოეულ ჩვენგანს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული შეხედულებები რეგიონის შესახებ, მაგრამ სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება არის ის, რაც გვაერთიანებს“, – აღნიშნა შაფიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system