თავში

ჩვენ დავიღალეთ კორონავირუსისგან, მაგრამ თავად ვირუსი არ დაღლილა - ჯანმო-ს ხელმძღვანელი

ჩვენ დავიღალეთ კორონავირუსისგან, მაგრამ თავად ვირუსი არ დაღლილა - ჯანმო-ს ხელმძღვანელი
ჩვენ დავიღალეთ კორონავირუსისგან, მაგრამ თავად ვირუსი არ დაღლილა - ჯანმო-ს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ხალხი კორონავირუსის პანდემიით დაიღალა, თუმცა თავად ვირუსი არ დაღლილა და საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. 

„ჩვენ შეიძლება კორონავირუსით დავიღალეთ, მაგრამ თავად ვირუსი არ დაღლილა. ევროპის ქვეყნები იბრძვიან, მაგრამ ვირუსი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და არც მისი შეჩერების ზომები“, - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავების თაობაზე დამაიმედებელი სიახლის მიუხედავად, მსოფლიოს წინ დიდი გზა ელის და ქვეყნები მხოლოდ ვაქცინას ვერ დაეყრდნობიან.

"ჩვენ ძალიან გვჭირდება ვაქცინა, მაგრამ მხოლოდ ვაქინას ვერ დავეყრდნობით" - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა. 

ცნობისთვის, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და კორონავირუსით სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 666 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 11 617 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 52 მილიონზე მეტი შემთხვევა დაუდასტურდა, ხოლო 1.3 მილიონი ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system