თავში

CIT: ბელარუსისკენ "როსგვარდიის" ათობით მანქანა მიემართება - VIDEO

​CIT: ბელარუსისკენ "როსგვარდიის" ათობით მანქანა მიემართება
CIT: ბელარუსისკენ როსგვარდიის ათობით მანქანა მიემართება - VIDEO

რუსულ ავტოსაგზაო ტრასებზე Е95 და M1 "როსგვარდიის" სატვირთო მანქანები შენიშნეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან მიემართება. როგორც გამოცემა "მედუზა" წერს, ამის შესახებ ინფორმაციას Conflict Intelligence Team ავრცელებს.

მანამდე გამოცემა "ფონტანკას" წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ პეტერბურგსა და ფსკოვს შორის 30-40 სატვირთო ავტომობილი და რამდენიმე სამხედრო ჯიპი შენიშნეს. CIT-ის შეფასებით, აქ "სულ მცირე 600 მებრძოლი უნდა მჯდარიყო".

კიდევ ერთი ვიდეო ჟურნალისტმა ვასილი მაქსიმოვმა გამოაქვეყნა. მისი თქმით, კადრები ბელარუსის საზღვრიდან 83 კილომეტრშია გადაღებული.

ელარუსში ანტისამთავრობო აქციები 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიმდინარეობს. ოპოზიცია მოქმედი პრეზიდენტის,  ალექსანდრე ლუკაშენკოს 80%-ით გამარჯვებას არ აღიარებს და შედეგების გაყალბებას აპროტესტებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system