თავში

CNN: COVID-19-ის სამკურნალოდ პლაზმის გამოყენება არაეფექტური აღმოჩნდა

CNN: COVID-19-ის სამკურნალოდ პლაზმის გამოყენება არაეფექტური აღმოჩნდა
CNN: COVID-19-ის სამკურნალოდ პლაზმის გამოყენება არაეფექტური აღმოჩნდა

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა პლაზმა COVID-19-ის ახალი შემთხვევების სამკურნალოდ გამოუსადეგარი აღმოჩნდა, - ამის შესახებ CNN წერს. 

ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალში (BMJ) გამოქვეყნებული სამეცნიერო კვლევის თანახმად, ექსპერიმენტი მიმდინარე წლის აპრილიდან ივნისის თვემდე პერიოდში ჩატარდა და მასში 464 ინდოელი პაციენტი მონაწილეობდა. ექსპერიმენტში მონაწილე პირთა ნახევარს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა პლაზმა გადაუსხეს, ხოლო მეორე ნახევარს სტანდარტული მკურნალობის კურსი ჩაუტარდა.

აღმდგენი პლაზმა არის ანტისხეულებით მდიდარი შრატი, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების სისხლისგან მიიღება. 

კვლევის შედეგებით დამტკიცდა, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა სისხლის პლაზმის კოვიდინფიცირებულთა სამკურნალოდ გამოყენება COVID-19-ით სიკვდილის რისკს არ ამცირებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system