თავში

CO2-ის დონე ჰაერში პანდემიის დასრულების შემდეგ ისევ გაიზრდება

CO2-ის დონე ჰაერში პანდემიის დასრულების
CO2-ის დონე ჰაერში პანდემიის დასრულების შემდეგ ისევ გაიზრდება

მას შემდეგ, რაც გლობალური ეკონომიკა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, CO2–ის გამონაბოლქვი ჰაერში კვლავ გაიზრდება და შესაძლოა მასშტაბებით 2019 წელს გაუტოლდეს. ამის შესახებ კლიმატის საკითხებთან დაკავშირებულ მთავარ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა. ინფორმაციას france24 ავრცელებს.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IEA) თავის ყოველწლიურ არგარიშში აღნიშნა, რომ CO2-ის გამოყობა თითქმის ხუთი პროცენტით გაიზრდება და 33 მილიარდ ტონას მიაღწევს, რაც გაცილებით დიდი რაოდენობაა, ვიდრე გასულ წელს.  

მიუხედავად იმისა, რომ CO2-ის ემისიები 2019 წელთან შედარებით დაბალი იქნება, IEA-ს პროგნოზით, მსოფილოში ენერგეტიკული მოთხოვნა 2019 წელთან შედარებით გაიზრდება. მაგალითად გაზიც და ნახშირიც უფრო მოთხოვნადი იქნება, ვიდრე ორი წლის წინ.   

IEA-ს აღმასრულებელი დირექორის, ფატი ბიროლმას განცხადებით გლობალური გამონაბოლქვი წელს 1,5 მლრდ ტონით გაიზრდება. 

"თუ ქვეყნების მთავრობები სწრაფად არ იმოქმედებენ გამონაბოლქვის შემცირებაზე, 2022 წელს, სავარაუდოდ, გაცილებით მძიმე მდგომარეობა შეგვექმნება", - განაცხადა ბიროლმა. 

IEA-ს პროგნოზით, ქვანახშირზე მოთხოვნა 4.5 პროცენტით გაიზრდება და ისტორიულ მაქსიმუმს დააფიქსირებს, რაც CO2-ის მატების ძირითადი მიზეზი იქნება. შემდეგ მოდის, ელექტროენერგიის სექტორი, რომლის წილიც დაბინძურებაზე სამი მეოთხედია.

აღსანიშნავია, რომ ქვანახშირის მოთხოვნის ზრდის მეხუთედზე მეტი აზიიდან მოდის, ჩინეთის ლიდერობით, თუმცა შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ასევე ფიქსირდება მოთხოვნაზე ზრდა.

IEA იმედოვნებს, რომ მზისა და ქარის ენერგია წელს ყველაზე დიდ ზრდას დააფიქსირებს. განახლებადი ენერგია უზრუნველყოფს 2021 წელს ელექტროენერგიის წარმოების 30 პროცენტს.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ვარაუდით, ნავთობზე მოთხოვნა გაიზრდება, თუმცა არა იმაზე მეტად, ვიდრე 2019 წელს, რადგან საავიაციო კომპანიები, ნელი ტემპებით აღადგენენ ფუნქციონირებას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system