თავში

COVAX ჯანმო-ს მიერ დამტკიცებული ვაქცინების აღიარებას ითხოვს

COVAX ჯანმო-ს მიერ დამტკიცებული ვაქცინების აღიარებას ითხოვს
COVAX ჯანმო-ს მიერ დამტკიცებული ვაქცინების აღიარებას ითხოვს

საერთაშორისო მექანიზმი COVAX, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მისი პარტნიორების მიერ მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა, მსოფლიო საზოგადოებას ჯანმო-სა და ევროკავშირისა და 10 დასავლური ქვეყნის მარეგულირებლის მიერ დამტკიცებული COVID-19 ვაქცინების აღიარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მის განცხადებაშია აღნიშნული.

”ვინაიდან მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში მოგზაურობის შესაძლებლობები იხსნება. COVAX მოუწოდებს ყველა რეგიონალურ, ეროვნულ და ადგილობრივ ხელისუფლებას, სრულად ვაქცინირებულად აღიაროს ყველა, ვინც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და/ან 11 მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მიერ აღიარებული პრეპარატებით არის ვაქცინირებული", - აღნიშნულია განცხადებაში.

ხაზგასმულია, რომ თუ მოგზაურობის უფლებას მისცემენ მხოლოდ იმათ, ვინც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინებით აიცრა, ეს "კიდევ უფრო გააფართოებს ვაქცინურ გახლეჩას და გააძლიერებს უთანასწორობას".

ამ დროისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ავტორიზაცია მიანიჭა ჩინური კომპანიების Sinopharm და Sinovac, Comirnaty ვაქცინებს, Pfizer/BioNTech-ის, Johnson & Johnson-ის, Moderna-ს და AstraZeneca-ს პრეპარატებს.

ამჟამად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას 14 ვაქცინა ელოდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system