თავში

COVID-19 ბავშვებში სხვადასხვა ანთებით პროცესებს იწვევს

COVID-19 ბავშვებში სხვადასხვა ანთებით პროცესებს იწვევს
COVID-19 ბავშვებში სხვადასხვა ანთებით პროცესებს იწვევს

ბრიტანელი ექიმები კორონავირუსით დაავადებულ ბავშვებში სხვადასხვა ანთებითი პროცესის განვითარების მოწმე გახდნენ. ვირუსის გართულებამ მოზარდებში კავასაკის დაავადების (ცხელებით მიმდინარე მწვავე დაავადება, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის არტერიებს) მსგავსი ეფექტი გამოიწვია.

კვლევა ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა. კორონავირუსმა მრავლობითი ანთებით გართულება 8 ბავშვში გამოიწვია. შვიდი ბავშვი გადარჩა, ერთი კი ინსულტით გარდაიცვალა. 5 ბავშვს ხელოვნური სუნთქვის აპარატი დასჭირდა. ერთ ბავშვს კი აპარატზე დასჭირდა შეერთება, რომელიც მის გულსა და ფილტვებს ამუშავებდა. კორონავირუსით დაავადებამდე არც ერთი ბავშვი ჯანმრთელობას არ უჩიოდა. ბრიტანელი ექიმების ეს დაკვირვება სახელმძღვანელოდ იქცა. ექიმებმა უკვე გასცეს გარკვეული რეკომენდაციები ამ სინდრომთან დაკავშირებით.

ანთებითი სინდრომი თავისებურებით ხასიათდება, რომელიც კავასაკის დაავადებისა და ტოქსიკური შოკის ფორმით ვლინდება და კორონავირუსის გართულებიდან რამდენიმე დღეში, ან ერთ კვირაში იჩენს თავს. მისთვის დამახასიათებელია მუდმივი ციებ-ცხელება, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, გამონაყარი, რასაც ინტენსიური მკურნალობა სჭირდება.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system