თავში

COVID-19 ბიოლოგიურ იარაღად არ არის შექმნილი - აშშ-ს დაზვერვა

COVID-19 ბიოლოგიურ იარაღად არ არის შექმნილი - აშშ-ს დაზვერვა
COVID-19 ბიოლოგიურ იარაღად არ არის შექმნილი - აშშ-ს დაზვერვა

COVID-19 ბიოლოგიურ იარაღად გამოყენების მიზნით არ არის შექმნილი, თუმცა ჩინური მხარის დახმარების გარეშე მისი წარმომავლობის სრულად შესწავლა შეუძლებელია - ამის შესახებ Washington Post ამერიკის დაზვერვის ახალ ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, მეცნიერები კორონავირუსის წარმოშობის 2 მთავარ მოსაზრებას განიხილავენ - ესენია ცხოველიდან ადამიანზე გავრცელება და ვირუსის ვუჰანის ლაბორატორიიდან გაჟონვა.

ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ ჩინური მხარე არა თუ ეხმარება საერთაშორისო გამოძიებას, კვლავ ხელს უშლის ინფორმაციის მოპოვებაში. 

ანგარიშის გაცნობის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ჩინეთი კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად საჭირო ინფორმაციას არ გასცემს და საერთაშორისო გამომძიებლებს მონაცემებზე წვდომაში ხელს უშლის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system