თავში

COVID-19 დაუბანელი ხელებით მაშინაც ვრცელდება, თუ აცრილი ხართ - ჯანმო

COVID-19 დაუბანელი ხელებით მაშინაც ვრცელდება, თუ აცრილი ხართ - ჯანმო
COVID-19 დაუბანელი ხელებით მაშინაც ვრცელდება, თუ აცრილი ხართ -  ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირების რისკი მაღალია მაშინ, როდესაც დაუბანელი ხელებით გაქვთ. ვირუსს შეუძლია, გარკვეული დროით დარჩეს ცხვირსა და ხელებზე.

ორგანიზაციის წევრის თქმით, მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა. ცემინების და ხველის შემდეგ აუცილებელია ხელების კარგად დაბანა და სადენზინფექციო საშუალების გამოყენება. ასევე მან დასძინა, რომ საჭიროა სახის მიდამოების გასუფთავება წყლითა და ცხვირის ხელსახოცით. ეს ძირითადი მოთხოვნები ვრცელდება იმ ადამიანებზეც, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე არიან აცრილები.

"მაშინაც კი, თუ თქვენ კორონავირუსზე ვაქცინირებულები ხართ, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ვირუსი შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენს ხელებზე ან ცხვირში. შესაძლოა ის არ გამრავლდეს, მაგრამ მაინც არსებობს რისკი, რომ, როდესაც ვირუსი თქვენ ხელებზეა, შესაძლოა, ის სხვას გადასდოთ, მათ შორის უკვე აცრილ ადამიანსაც", - განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system