თავში

COVID-19-ის ახალი სახეობა ნიდერლანდებშიც გავრცელდა

COVID-19-ის ახალი სახეობა ნიდერლანდებშიც გავრცელდა
COVID-19-ის ახალი სახეობა ნიდერლანდებშიც გავრცელდა

ნიდერლანდებში, კორონავირუსის ახალი სახეობის გავრცელების გამო, დიდი ბრიტანეთიდან ფრენები აიკრძალა. 

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, აკრძალვა 1 იანვრამდე იმოქმედებს. ხოლო ამის შემდგომ, მთავრობა შეზღუდვის გახანგრძლივების საკითხს განიხილავს. 

გამოცემის ცნობით, ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი დეკემბრის დასაწყისში ნიდერლანდებშიც გამოვლინდა.  

ვირუსის გავრცელების კონტროლის მიზნით, მთავრობამ მოსახლეობას მოგზაურობისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდა.

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ცნობით, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა, ძველ შტამთან შედარებით 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება.

შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა მიმდინარე კვირაში აღმოაჩინეს.

COVID-19-ის ახალი სახეობა ასევე გამოვლინდა სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაშიც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ COVID-19-ის ახალი სახეობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, უფრო გადამდებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system