თავში

COVID-19-ის პრეპარატის შესაქმნელად კომპანიამ 150 მილიონი მიიღო

​COVID-19-ის პრეპარატის შესაქმნელად კომპანიამ 150 მილიონი მიიღო
COVID-19-ის პრეპარატის შესაქმნელად კომპანიამ 150 მილიონი მიიღო

კანადურმა კომპანია AbCellera-მ, რომელიც სხვადასხვა მედიკამენტებზე მომუშავე ფარმაცევტული კომპანიებისთვის ანტისხეულებს გამოავლენს, კორონავირუსის პრეპარატის შესაქმნელად 150 მილიონი დოლარის მობილიზება შეძლო.

AbCellera კომპანია Eli Lilly და Co (LLY.N)-თან ერთად მუშაობს, რომლებიც გამოჯანმრთელებული პაციენტების ანტისხეულების ბაზაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატს აწარმოებენ.

ამ ეტაპზე AbCellera - ში 140 ადამიანი მუშაობს. 150 მილიონი კომპანიას დამატებით კიდევ 100 თანამშრომლის აყვანისა და მონაცემთა გადამუშავების პროცესის გაფართოების საშუალებას მისცემს. გარდა ამისა AbCellera-მ, მიმდინარე თვეში, კანადის ხელისუფლებისგან 124 მილიონი დოლარის გრანტი მოიპოვა. ამ თანხით კომპანია ანტისხეულების ბაზაზე მედიკამენტების წარმოების დაწყებას გეგმავს, რაც მომავალში ახალი პანდემიების პრევენციას შეუწყობს ხელს.

კორონავირუსის პარალელურად, კომპანიამ უკვე გამოავლინა ისეთი ანტისხეულების კანდიდატები, რომელთა საფუძველზეც სიმსივნის, იმუნოონკოლოგიური დაავადებებისა და მეტაბოლური პროცესების დარღვევის საწინააღმდეგო მედიკამენტების წარმოება მოხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system