თავში

COVID-19-ისგან დასაცავად წელიწადში ორი-სამი ვაქცინაცია იქნება საჭირო - კვლევა

​COVID-19-ისგან დასაცავად წელიწადში ორი-სამი ვაქცინაცია იქნება საჭირო
COVID-19-ისგან დასაცავად წელიწადში ორი-სამი ვაქცინაცია იქნება საჭირო - კვლევა

ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტოს კვლევა მოწმობს, რომ კორონავირუსისგან დასაცავად, შესაძლოა, ყოველწლიურად ორი ან სამი ვაქცინაცია იყოს საჭირო. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ ასეთი კვლევის შედეგები ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყებამ "დელტა" შტამით ინფიცირების 147 597 შემთხვევასა და "ომიკრონის" 68 489 შემთხვევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კვლევებმა აჩვენა, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების ე.წ. ბუსტერები "დელტათი" სისტემური დაავადების წინააღმდეგ, სულ მცირე, 9 კვირის მანძილზე, 90%-ით ეფექტურია. ამ ორი ვაქცინის ეფექტურობა სიმპტომატური დაავადების წინააღმდეგ "ომიკრონის" შემთხვევაში, შესაძლოა, 30%-ით უფრო დაბალი იყოს და ცხრა კვირის შემდეგ შემცირდეს. მეცნიერები აცხადებენ, რომ გრძელვადიანი სურათისთვის დაავადების შემდგომი კვლევაა საჭირო.

მედია აღნიშნავს, რომ ისრაელმა უკვე დაიწყო ვაქცინაციის კამპანია, რომლის ფარგლებში მოსახლეობა მეორე "ბუსტერს" იღებს. ამ შესაძლებლობას დიდი ბრიტანეთიც განიხილავს. რეგულარული ვაქცინაციის აუცილებლობაზე ავსტრალიელი მეცნიერებიც აცხადებენ.

"სავარაუდოდ, საჭიროა რეგულარული ბუსტერები. ვთქვათ, წელიწადში ორჯერ ან სამჯერ "ბუსტერებით" ვაქცინაცია დაგჭირდებათ“, - განუცხადა ჟურნალისტებს კერტინის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯაია დანტასმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system