თავში

COVID-19-ით დაავადებული მოდელი ფილტვებში უცნაურ ხმებზე საუბრობს

COVID-19-ით დაავადებული მოდელი
COVID-19-ით დაავადებული მოდელი ფილტვებში უცნაურ ხმებზე საუბრობს

კორონავირუსით ინფიცირებული პარიზელი მოდელი ინტან კლემენტი ავადმყოფობის საკუთარ გამოცდილებას აზიარებს და აცხადებს, რომ მისი ფილტვები უცნაურ ხმებს გამოსცემდა.

30 წლის მოდელი იხსენებს, როგორ დაიწყო ვირუსი და როგორ განვითარდა. მიუხედავად მსუბუქი ხველისა, მარტის შუა რიცხვებში იგი მთაში სათხილამუროდ გაემგზავრა. დაბრუნებისას კი თავი ცუდად იგრძნო. სუნთქვა გაუჭირდა და ხველა გაუძლიერდა.

მოდელმა შეამჩნია, რომ მისი ფილტვები უცნაურ ხმებს გამოსცემდა. ექიმთან კონსულტაციისას უთხრეს, რომ იგი, სავარაუდოდ, გაცივდა და პარაცეტამოლი დაუნიშნეს. მდგომარეობის გართულების შემდეგ ის უკვე საავადმყოფოში გადაიყვანეს და კორონავირუსი დაუდგინეს.

საფრანგეთში, ბოლო მონაცემებით, ეპიდემიამ მესამე სტადიას მიაღწია. ქვეყანაში შეწყვეტილია სწავლა, დაკეტილია მუზეუმები, კულტურულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობები, კაფეები და რესტორნები, მაღაზიები, საჯარო თავშეყრის ადგილები ადგილები. ღიაა მხოლოდ საკვები პროდუქტების მაღაზიები და აფთიაქები. მკაცრად კონტროლდება ადამიანების გადაადგილება. იზოლაციის რეჟიმი 15 აპრილამდე გაგრძელდება.

ქვეყანაში, ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 40174 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 2606 ადამიანი. საავადმყოფოში მკურნალობს 30366 და გამოჯანმრთელდა 7202 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემიის შესახებ 11 მარტს გამოაცხადა. ჩინეთში, სადაც გასული წლის დეკემბერში ვირუსი აფეთქდა და მთელ მსოფლიოს მოედო, აცხადებენ, რომ მათ პანდემია ფაქტობრივად დაამარცხეს. მსოფლიოში, ამ ეტაპზე, ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system