თავში

COVID-19-ს შიდა ყურის დაინფიცირება და წონასწორობის პრობლემების გამოწვევა შეუძლია - კვლევა

​COVID-19-ს შიდა ყურის დაინფიცირება და წონასწორობ
COVID-19-ს შიდა ყურის დაინფიცირება და წონასწორობის პრობლემების გამოწვევა შეუძლია - კვლევა

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ COVID-19-ს შიდა ყურის უჯრედების დაინფიცირება შეუძლია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

დასკვნა, შესაძლოა, დაეხმაროს მეცნიერებს, ახსნან წონასწორობის პრობლემები, სმენის დაქვეითება და ხმაური ან შუილი ყურებში, რაც COVID-19-ით ინფიცირებულ ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანისა და თაგვის შიდა ყურის უჯრედებს მოლეკულური მექანიზმები აქვთ, რომლებიც SARS-CoV-2-ს საშუალებას აძლევს, უჯრედებში შეაღწიოს და ისინი დააინფიციროს.

გარდა ამისა, ადამიანის თმის უჯრედები და შვანის უჯრედები (ნერვული ქსოვილის დამხმარე უჯრედები), შესაძლოა, SARS-CoV-2-ით დაინფიცირდეს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვირუსი, შესაძლოა, ყურებში ევსტაქის მილის მეშვეობით მოხვდეს, რომელიც ცხვირს ყურთან აკავშირებს, ან, შესაძლოა, ნერვების გასწვრივ "მოგზაურობდეს", რომლებიც სუნს ცხვირიდან ტვინში აწვდიან და იქიდან . შიდა ყურით დამაკავშირებელ ნერვებში "გადავიდეს"

მკვლევარები ახლა ცდილობენ, შეამოწმონ SARS-CoV-2-ითა და სხვა ვირუსებით გამოწვეული შიდა ყურის ინფექციების შესაძლო მკურნალობა.

"SARS-CoV-2-ს შეუძლია, ადამიანის შიდა ყურში გარკვეული ტიპის უჯრედები დააინფიციროს. ჩვენი შედეგები მიანიშნებს, რომ შიდა ყურის ინფექცია, შესაძლოა, COVID-19-თან დაკავშირებული სმენისა და წონასწორობის პრობლემების საფუძველი იყოს", - აცხადებენ მეცნიერები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system