თავში

COVID-19 სეზონურ ინფექციად უნდა განვიხილოთ - ნორვეგიელი ექიმები

COVID-19 სეზონურ ინფექციად უნდა განვიხილოთ - ნორვეგიელი ექიმები
COVID-19 სეზონურ ინფექციად უნდა განვიხილოთ - ნორვეგიელი ექიმები

ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (FHI) მიიჩნევს, რომ ნორვეგიაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფარგლებში COVID-19, შესაძლოა, სეზონური ინფექციებს გაუთანაბრდეს. ამის შესახებ Prime წერს.

”ჩვენ ახლა ახალ ეტაპზე ვართ, როდესაც კორონავირუსი უნდა განვიხილოთ, როგორც რესპირატორული სეზონური დაავადებიდან ერთ-ერთი”, - განაცხადა FHI-ის დირექტორის მოადგილემ, გეირ ბუჰოლმმა.

მისი თქმით, რისკ ჯგუფში შემავალი ადამიანების უმრავლესობა აცრილია, ამიტომ საავადმყოფოები ბოლო პერიოდში შედარებით ცარიელია.

ამავე დროს, ბუჰოლმის აზრით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დასრულებულია, რადგან განვითარებადი ქვეყნების ვაქცინაცია საკმარის ადამიანებს არ მოიცავს.

ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ცნობით, 20 სექტემბრის მონაცემებით, 18 წელზე მეტი ასაკის სრულად აცრილი ადამიანების წილი მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 82%-ს (3.5 მილიონზე მეტ ადამიანს) შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system