თავში

COVID-19-ზე მსოფლიო მოსახლეობის 3.4%-ია აცრილი

COVID-19-ზე მსოფლიო მოსახლეობის 3.4%-ია აცრილი
COVID-19-ზე მსოფლიო მოსახლეობის 3.4%-ია აცრილი

ისტორიაში ყველაზე დიდი ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს. გამოცემა Bloomberg-ის მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად, მსოფლიო მასშტაბით, 141 ქვეყანაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 528 მილიონზე მეტი დოზაა ადმინისტრირებული, რაც მთელი დედამიწის მოსახლეობის 3.4%-ის ვაქცინაციისათვის არის საკმარისი.

გამოცემის ცნობით, ყოველდღიურად ვაქცინა 14 მილიონამდე ადამიანს უკეთდება. ყველაზე სწრაფად იმუნიზაციის პროცესი აშშ-ში მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო 140 მილიონი ინექცია გამოიყენეს.

 მეორე ადგილზე, 91 მილიონი დოზით, ჩინეთია, მესამეზე კი - ევროკავშირი, სადაც ვაქცინების 65 მილიონი დოზა გაკეთდა. ვაქცინაციის ტემპით, მსოფლიოში კვლავ ისრაელი ლიდერობს, სადაც მოსახლეობის 52%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system