თავში

Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუერთდა - VIDEO

Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუერთდა
Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუერთდა - VIDEO

კომპანია SpaceX-ის ხომალდი Crew Dragon, რომლის ბორტზეც ამერიკელი ასტრონავტები - რობერტ შეინ კიმბროუ, მეგან მაკარტური, ტომა პესკე და იაპონელი ასტრონავტი აკიხიკო ჰოშიდე იმყოფებოდნენ, დაახლოებით 27-საათიანი ფრენის შემდეგ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუერთდა.  

ეკიპაჟის წევრები დედამიწის გარშემო მოძრავ მოდულზე უკვე გადავიდნენ. 

ფრენა ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მისიის ფარგლებში ხორციელდება. 

ეს ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი ხომალდისთვის Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მიმართულებით მეორე რეგულარული რეისია. წინასწარი საცდელი ფრენა ორ ასტრონავტთან ერთად 2019 წლის მაისში შედგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system