თავში

Ctrl+C, Ctrl+Х, Ctrl+V-ს გამომგონებელი გარდაიცვალა

​Ctrl+C, Ctrl+Х, Ctrl+V-ს გამომგონებელი გარდაიცვალა
Ctrl+C, Ctrl+Х, Ctrl+V-ს გამომგონებელი გარდაიცვალა

აშშ-ში 74 წლის ასაკში ინფორმატიკოსი ლარი ტესლერი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი Yahoo წერს.

სწორედ ტესლერმა გამოიგონა კომპიუტერული ფუნქციები "ამოჭრა" (Ctrl+Х), "კოპირება" (Ctrl+C), "ჩასმა" (Ctrl+V), რამაც მომხმარებლებს მუშაობა ძალიან გაუმარტივა.

"ლარი ტესლერი კომპანია Xerox-ის სამეცნიერო თანამშრომელი და ფუნქციების - "ამოჭრა"/"კოპირება" და "ჩასმა", და კიდევ სხვა ბევრი რაღაცის გამომგონებელი იყო. მისი რევოლუციური იდეების წყალობით, სამუშაო დღეს უფრო ადვილად მიმდინარეობს", - ნათქვამია კომპანია Xerox-ს განცხადებაში.

ლარი ტესლერმა 1965 წელს სტენფორდის უნივერსიტეტი დაამთავრდა და მათემატიკაში სამეცნიერო ხარისხი მიიღო. 1973 წელს ის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს Xerox PARC შეუერთდა.

1980 წელს ტესლერმა კომპანია Apple-თან დაიწყო თანამშრომლობა. 1997 წელს მან კომპანია დატოვა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე რამდენიმე კორპორაციასთან მუშაობდა, რომელთა შორის Amazon და Yahoo!-ც იყვნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system