თავში

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც შვილს ხელწერილი დააწერინა, რომ არ გასუქდებოდა

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც შვილს ხელწერილი დააწერინა, რომ არ გასუქდებ
დააკავეს მამაკაცი, რომელმაც შვილს ხელწერილი დააწერინა, რომ არ გასუქდებოდა

დიდ ბრიტანეთში 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მამაკაცს, რომელმაც საკუთარ ქალიშვილს პირობა დაადებინა, რომ სიცოცხლის ბოლომდე წონაში არ მოიმატებდა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Metro წერს.

მამაკაცმა ქალიშვილს აიძულა ხელი მოეწერა საბუთზე, სადაც ნათქვამია, რომ ის სპორტით ძალიან აქტიურად იქნება დაკავებული და სიკვდილამდე არ გასუქდება.

გამოცემის ცნობით, სასამართლო ფსიქოლოგმა დაკავებული ფიტნესით და დიეტებით შეპყრობილად ცნო.

პროკურორის თქმით, მამაკაცი შვილებზე ფიზიკურადაც ძალადობდა. მან ქალიშვილს ერთხელ სკამი ესროლა, რის შედეგადაც გოგონა საავადმყოფოში მოხვდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system