თავში

Daily Mail: ჯონსონი ევროკავშირთან შეთანხმების მისაღწევად დათმობაზე მიდის

Daily Mail: ჯონსონი ევროკავშირთან შეთანხმების მისაღწევად დათმობაზე მიდ
Daily Mail: ჯონსონი ევროკავშირთან შეთანხმების მისაღწევად დათმობაზე მიდის

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ევროკავშირთან სავაჭრო მოლაპარაკებების ჩიხიდან გამოსვლის მიზნით, მზადა  არის მიიღოს ევროკავშირის ტარიფები ზოგიერთ ბრიტანულ საქონელზე. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის თუ რა ტიპის საქონელზეა საუბარი, მაგრამ აღნიშნულია, რომ სავაჭრო გარიგებები სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საქონელს ეხება. 

Daily Mail აღნიშნავს, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში სოფლის მეურნეობის ტარიფები შესაძლოა საგრძნობლად მაღალი იყოს. მაგალითად, ზოგიერთი სახის საქონელზე ტაიფები 13%-იდან იწყება და შესაძლოა 40%-ზე მეტს მიაღწიოს. ამასთან, ლონდონი მზადაა გახანგრძლივოს მოლაპარაკებები პანდემიის გამო.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2020 წლის 31 იანვარს დატოვა. თუმცა, 2020 წლის ბოლომდე, გარდამავალი პერიოდი გაგრძელდება, რომლის დროსაც ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს გარკვეული სახის თანამშრომლობა და შეთანხმებებზე წასვლა მოუწევთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system