თავში

Daily Mail: მელანია ტრამპი განქორწინებამდე წუთებს ითვლის

Daily Mail: მელანია ტრამპი განქორწინებამდე წუთებს ითვლის
Daily Mail: მელანია ტრამპი განქორწინებამდე წუთებს ითვლის

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, გავრცელდა ხმები იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტ დოლანდ ტრამპის მეუღლე - მელანია ტრამპი ქმართან განქორწინებას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.

გამოცემა სანდო წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მელანია  განქორწინებაზე დიდხანს ფიქრობდა და ამისათვის ამერიკის ლიდერის თანამდებობის დატოვებას ელოდებოდა. 

”თუ მელანია ქმარს მანამ დაშორდებოდა, სანამ ტრამპი ხელისუფლებაში იყო, ის მისი დასჯის გზას მონახავდა”, - აცხადებს ერთ-ერთი წყარო.

კიდევ ერთი წყაროს მტკიცებით, მელანია და დონალდ ტრამპების ქორწინების 15 წელი რეალურად "გარიგება" იყო და მეუღლეებს თეთრი სახლის სხვადასხვა ოთახებშიც კი ეძინათ.

ამის მიუხედავად, მელანია ტრამპი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ მას და დონალდს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ. თუმცა, ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მას აიძულეს ასეთი განცხადებები გაეკეთებინა საქორწინო კონტრაქტის გამო.

თავად მელანია ტრამპი დონალდთან განქორწინების შესახებ ჯერჯერობით არ საუბრობს. 

ცნობისთვის, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი დაამარცხა და შტატების 46-ე პრეზიდენტი გახდა. აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას დონალდ ტრამპი 2021 წლის 20 იანვრამდე შეასრულებს, ხოლო აღნიშნულ თარიღში ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო ინაუგურაცია გაიმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system