თავში

დალაი-ლამას მეორე სიმღერა გამოჩნდა

​დალაი-ლამას მეორე სიმღერა გამოჩნდა
დალაი-ლამას მეორე სიმღერა გამოჩნდა

ინტერნეტში გამოჩნდა მეორე სინგლი, რომელიც დალაი-ლამა XIV-ის პირველ მუსიკალურ ალბომში შევა. მისი სახელწოდებაა "შინაგანი სამყარო" (Inner World). ახალი სიმღერა მის YouTube-არხზეა ხელმისაწვდომი.

კომპოზიციის სახელწოდებაა "ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ლოცვა" (One of My Favorite Prayers).

პირველი სინგლი სინგლი "თანაგრძნობა" (Compassion) ინტერნეტში ივნისის დასაწყისში გამოქვეყნდა.

ფირფიტა "Inner World", რომელიც 11 ტრეკს მოიცავს, ციფრულ სივრცეში 6 ივლისს, სულიერი ლიდერის 85 წლისთავთან დაკავშირებით გამოვა. მთელი შემოსავალი ქველმოქმედებას მოხმარდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system