თავში

დამანგრეველი კატასტროფა ახლოვდება - მეცნიერი

​დამანგრეველი კატასტროფა ახლოვდება - მეცნიერი
დამანგრეველი კატასტროფა ახლოვდება - მეცნიერი

გლობალური დათბობა დედამიწაზე ბუნებაში წყლის ცირკულაციას სერიოზულად აზარალებს, რის გამოც, უახლოეს წლებში, შესაძლოა, დამანგრეველი გვალვა მოხდეს. ამის შესახებ მეცნიერმა პიტერ გლეიკმა განაცხადა. მისი პოდკასტი Yahoo news-ზე ხელმისაწვდომი.

მან აღნიშნა, რომ ტემპერატურის მატება წყლის რესურსების მოხმარებას ზრდის.

"ჩვენს ავზებში არსებული სითხე უფრო სწრაფად აორთქლდება. სულ უფრო მეტი წყალია საჭირო კულტურების მორწყვისთვის", - ამბობს სპეციალისტი.

მისი თქმით, კლიმატური ციკლის ცვლილებების შესახებ პროგნოზები ახდენას იწყებს. ამ პროცესის გავლენა ბუნებაზე გაიზრდება.

გლეიკის თქმით, პოლიტიკოსები მეცნიერებს ყურადღებას არ აქცევდნენ, რომლებიც უკვე დიდი ხანია სამომავლო კატაკლიზმების შესახებ აფრთხილებენ. ხელისუფლებების რეაქცია უფრო ადრეული რომ ყოფილიყო, გლობალური დათბობის შედეგების შერბილება შესაძლებელი იქნებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system