თავში

დანიამ პირველი ერთძრავიანი მე-5 თაობის თვითმფრინავის აწყობა დაასრულა

​დანიამ პირველი ერთძრავიანი
დანიამ პირველი ერთძრავიანი მე-5 თაობის თვითმფრინავის აწყობა დაასრულა

პირველი დანიური ერთადგილიანი, ერთძრავიანი, მეხუთე თაობის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი F-35 საბოლოო აწყობისთვის მზად არის. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. თვითმფრინავი, რომელიც AP-1-ის სახელითაა ცნობილი, დანიის სამეფო საჰაერო ძალებისთვის არის განკუთვნილი.

დანიური AP-1-ის საბოლოო აწყობა 2021 წლის დასაწყისში დასრულდება, რის შემდეგაც ის აშშ-ის არიზონას შტატის ლუკის სამხედრო ბაზაზე განთავსდება, სადაც დანიელი პილოტები სამხედრო წვრთნებს გაივლიან.

F-35-ის წარმოება ამერიკული Joint Strike Fighter (JSF)-ის ბაზაზე შექმნილი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

თვითმფრინავები გამიზნულია საიერიშო, სადაზვერვო და საჰაერო თავდაცვის მისიებისთვის სტელსის ტექნოლოგიების გამოყენებით. მას სამი ძირითადი მოდელი გააჩნია, რომლებიც გათვლილია მოკლე გარბენით აფრენა-დაჯდომაზე, ვერტიკალურ აფრენა-დაჯდომასა და სპეციალურად ავიამზიდებისთვის. F-35-მა თავისი პირველი გაფრენა 2006 წლის 15 დეკემბერს განახორციელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system