თავში

დანიაში დამსაქმებლებს კანდიდატების ასაკის შესახებ კითხვის დასმას აუკრძალავენ

​დანიაში დამსაქმებლებს კანდიდატების ასაკის შესახებ კითხვის დასმას აუკრ
დანიაში დამსაქმებლებს კანდიდატების ასაკის შესახებ კითხვის დასმას აუკრძალავენ

დანიის მთავრობა, პროფკავშირები და ადგილობრივი ხელისუფლება მივიდნენ შეთანხმებამდე, რომლის მიზანი ქვეყანაში არსებული შრომის დეფიციტის შემცირებაა. ინფორმაციას The Local ავრცელებს.

შეთანხმება, რომელიც ყურადღებას შრომის ბაზრის რამდენიმე სექტორზე ამახვილებს, მიზნად ისახავს ადამიანების დაუსაქმებლობას ასაკის გამო.

დანიის პარლამენტის მიერ მიღებული ახალი წესების თანახმად, დამსაქმებლებს ეკრძალებათ, ჰკითხონ პოტენციურ მუშაკებს, რამდენი წლის არიან ისინი.

გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა კურსების დაფინანსებას, რათა ისინი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ შრომის ბაზარზე შევიდნენ.

ამასთან, დანიის უმუშევრობის დაზღვევის კომპანიები (A-kasser) და დასაქმების ცენტრები ვალდებული იქნებიან, გაავრცელონ უახლესი ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ და შეარჩიონ კომპანიებისთვის შესაფერისი კანდიდატები.

"მიზანია, რომ არც ერთმა განმცხადებელმა არ დატოვოს გასაუბრება ისე, რომ არ იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ სად არის ვაკანსიები, რომლებზეც მათ განაცხადის შეტანა შეუძლიათ", - აღნიშნულია შეთანხმებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system