თავში

დანიაში ფრინველის გრიპის გავრცელების გამო 25 ათას ქათამს დახოცავენ

დანიაში ფრინველის გრიპის გავრცელების გამო 25 ათას ქათამს დახოცავენ
დანიაში ფრინველის გრიპის გავრცელების გამო 25 ათას ქათამს დახოცავენ

დანიის ხელისუფლება H5N8 ფრინველის გრიპის აფეთქების გამო 25 ათას ქათამს დახოცავს. ქვეყნის ვეტერინარიისა და სურსათის ადმინისტრაციის განცხადებით, 2016 წლის შემდეგ ქათმის გრიპი პირველად დაფიქსირდა. მათი თქმით, ფრინველთა გრიპით ადამიანების ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

"შინაურ ფერმებში ფრინველის გრიპის აფეთქება ძალიან სერიოზულია და საფრთხეს უქმნის ყველა ფრინველის მეპატრონეს, რადგან დაავადებას სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი აქვს", - განაცხადა ვეტერინარმა.

დანიის ხელისუფლება გეგმავს, შექმნას 10-კილომეტრიანი სპეციალური ზონა, სადაც ფრინველთა მონიტორინგი განხორციელდება. გარდა ამისა, ხელისუფლებამ ევროკავშირის ქვეყნებში ფრინველისა და კვერცხის ექსპორტი მინიმუმ სამი თვით შეაჩერა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system