თავში

დანიაში "ომიკრონით" 18 ადამიანი დაიღუპა

​დანიაში "ომიკრონით" 18 ადამიანი დაიღუპა
დანიაში ომიკრონით 18 ადამიანი დაიღუპა

დანიის მაცხოვრებლების რიცხვი, რომლებიც კორონავირუსის შტამ "ომიკრონით" ინფიცირების შემდეგ დაიღუპნენ, 18-ს შეადგენს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Ritzaus Bureau ავრცელებს.

საუბარია 21 ნოემბრიდან 28 დეკემბრამდე პერიოდის მონაცემებზე, როდესაც ექიმებმა ქვეყანაში COVID-19-ის ახალი შტამით ინფიცირების 55 700 შემთხვევა გამოავლინეს.

ამავე პერიოდში, დანიაში COVID-19-ის სხვა ცნობილი შტამების შედეგად გარდაცვალების 100 შემთხვევა დაფიქსირდა.

დანიაში "ომიკრონი" პირველად ნოემბრის ბოლოს დადასტურდა. ამჟამად ქვეყანაში მასზე COVID-19-ზე ყველა დადებითი ტესტის დაახლოებით 90% მოდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system