თავში

დანიაში საკარანტინო შეზღუდვების დაბრუნებას არ გამორიცხავენ

​დანიაში საკარანტინო შეზღუდვების დაბრუნებას არ გამორიცხავენ
დანიაში საკარანტინო შეზღუდვების დაბრუნებას არ გამორიცხავენ

COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობის ზრდის ფონზე, დანიის მთავრობა საკარანტინო შეზღუდვების დაბრუნებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა.

სექტემბრის ბოლოს ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების დღიური რიცხვი 300-ს დაბლა დაეცა, ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა კი დღეში 100-ზე ნაკლები იყო.

ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით (75%-ზე მეტი), ხელისუფლებამ ყველა შეზღუდვის მოხსნა გადაწყვიტა, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იყო.

თუმცა, ბოლო კვირების განმავლობაში, ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. გასული კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების საშუალო დღიურმა რაოდენობამ 2111-ს მიაღწია, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი კი ამ წლის დასაწყისის დონეს დაუბრუნდა.

დანიაში პანდემიის პერიოდში კორონავირუსის 400 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, 2,7 ათასზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

რეგულაციებს შორის, რომელსაც, სავარაუდოდ, ხელისუფლება დააბრუნებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება და "კოვიდ-პასპორტებით" გადაადგილება არის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system