თავში

დანიაში შეყვარებულებს შეხვედრისთვის საზღვრის გადაკვეთის უფლებას მისცემენ 

დანიაში შეყვარებულებს შეხვედრისთვის
დანიაში შეყვარებულებს შეხვედრისთვის საზღვრის გადაკვეთის უფლებას მისცემენ 

ორშაბათიდან დანია ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებთან სასაზღვრო მიმოსვლის წესებს ამარტივებს. კერძოდ, შეყვარებულ წყვილს, რომლებსაც ერთმანეთის ნახვა სურთ, ერთად გადაღებული ფოტოების ან სასიყვარულო წერილების დამამტკიცებელ საბუთად წარდგენისას, საზღვრის გადაკვეთის უფლებას მისცემენ. აღსანიშნავია ისიც, რომ წყვილს ურთიერთობა, მინიმუმ, 6 თვის წინ უნდა ჰქონდეს დაწყებული. 

"შეყვარებულმა წყვილმა საზღვრის გადაკვეთის უფლების მოსაპოვებლად, ოფიცრებს თავიანთი ურთიერთობის სინამდვილის დასამტკიცებლად პირადი მიმოწერის ამსახველი მასალა, ფოტოები ან სხვა პირადი ინფორმაცია უნდა აჩვენონ. გვესმის, რომ ეს ძალიან პირადულია, მაგრამ მათთვის ნებართვის მიცემის განაჩენი ინდივიდუალურად, ერთ პოლიციელს ევალება", - განაცხადა პოლიციის უფროსის მოადგილემ, ალან დალაგერ კლაუსენმა. 

დანიაში სასაზღვრო მიმოსვლა, კორონავირუსის პანდემიის გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამო 14 მარტს ჩაიკეტა და ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში იყო ნებადართული.

ამ ახალი რეგულაციების გამოსვლას, სოციალურ ქსელებში კანონმდებლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ ეს კონფიდენციალურობის უფლების დარღვევაა.

მე არასდროს მსმენია ისეთი ქვეყანის შესახებ, სადაც შესვლის დროს, პარტნიორის ინტიმური ტექსტების ან ფოტოების ჩვენებას გთხოვენ. საბოლოოდ დავუშვით, რომ წყვილებს ერთმანეთის ნახვის საშუალება ჰქონდეთ, მაგრამ ამით მათი კონფიდენციალურობის უფლებას ვარღვევთ", - განაცხადა სოციალურ-ლიბერალური პარტიის წევრმა, კრისტიან ჰეგარდმა "Twitter-ზე". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system