თავში

დასავლეთ ვირჯინიაში პირებს, ვინც ვაქცინას გაიკეთებს, 100$-ს გადასცემენ

დასავლეთ ვირჯინიაში პირებს, ვინც ვაქცინას გაიკეთებს, 100$-ს გადასცემენ
დასავლეთ ვირჯინიაში პირებს, ვინც ვაქცინას გაიკეთებს, 100$-ს გადასცემენ

დასავლეთ ვირჯინიაში 16-დან 35 წლამდე პირებს, რომლებიც ვაქცინას გაიკეთებენ, $100-ის ობლიგაციებს გადასცემენ. ინფორმაციას ამის შესახებ Nypost ავრცელებს. 

გადაწყვეტილება გუბერნატორმა ჯიმ ჯასტისმა მიიღო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ დასავლეთ ვირჯინიის მოსახლეობის დიდ ნაწილს ვაქცინის ერთი დოზაც კი არ ჰქონდა მიღებული.

"ჩვენ ვაპირებთ, მივცეთ $100-ის ობლიგაციები ყველას, ვინც აიცრება", - განაცხადა ჯასტისმა.

აღსანიშნავია, რომ ობლიგაციები გადაეცემა იმ ადამიანებსაც, ვინც აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაშია და ვაქცინა უკვე მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system