თავში

დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ნავალნი - PACE

დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ნავალნი - PACE
დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ნავალნი - PACE

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) რუსეთის ხელისუფლებას ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის ივნისამდე გათავისუფლებისკენ, მანამდე კი მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. რეზოლუცია საგაზაფხულო სესიაზე სტრასბურგში მიიღეს. დოკუმენტს 105-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა 7-9 ივნისს არის დაგეგმილი.

რეზოლუციას რუსეთის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა პიოტრ ტოლსტოიმ დოკუმენტს პოლიტიზებული უწოდა და გააცხადა,რომ რუსეთი მის შესრულებას არ აპირებს.

რუსული მხარის გაცხადებით, ნავალნი თაღლითობისთვის არის ბრალდებული და დასავლეთის მხრიდან მისი პოლიტპატიმრად და წამებულად წარმოჩენა ვერ მოხდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system