თავში

დედამიწას საფრთხე ემუქრება - დალაი-ლამა

დედამიწას საფრთხე ემუქრება - დალაი-ლამა
დედამიწას საფრთხე ემუქრება -  დალაი-ლამა
© dalailama.com

ტიბეტური ბუდიზმის მიმდევრების სულიერმა ლიდერმა დალაი-ლამამ დედამიწის საერთაშორისო დღეს, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება, პლანეტის მაცხოვრებლებს მოუწოდა, გაერთიანდნენ გლობალური დათბობისა და სასმელი წყლის არარსებობის გამო გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად. ამის შესახებ ინფორმაციას სულიერი ლიდერი საკუთარ ვებ-გვერდზე ავრცელებს.

"ჩვენი პლანეტა მშვენიერი ადგილია საცხოვრებლად. მისი ცხოვრება არის ჩვენი ცხოვრება, მისი მომავალი არის ჩვენი მომავალი. დედამიწას ნამდვილად შეიძლება ჩვენი დედა ვუწოდოთ, ჩვენ კი, მისი შვილები, მასზე ვართ დამოკიდებული. ინდივიდუალური ორგანიზაციები და ცალკეული სახელმწიფოები უმწეოები არიან ისეთი უნივერსალური პრობლემების წინაშე, როგორიცაა გლობალური დათბობა და ოზონის შრის გამოფიტვა. ჩვენ ვერ შეძლებთ მათ მოგვარებას, თუ ძალებს არ გავაერთიანებთ", - თქვა დალაი-ლამამ.

მან ყურადღება გაამახვილა სასმელი წყლის ნაკლებობის პრობლემაზეც.

"დღეს, როგორც არასდროს, მსოფლიოს ბევრ კუთხეში მყოფი ადამიანების, განსაკუთრებით დედებისა და ბავშვების კეთილდღეობას საფრთხე ემუქრება წყლის მწვავე უკმარისობით და არაადეკვატური სანიტარული და ჰიგიენური პირობებით. მსოფლიოში განიცდიან სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის ნაკლებობას და ვფიქრობ ჩვენ მაინც შეგვიძლია ვიპოვოთ გამოსავალი", - განაცხადა მან.

სულიერმა ლიდერმა ასევე დაამატა, რომ დედამიწის შესანარჩუნებლად აუცილებელია მისი დაცვა და გარემოს გაუმჯობესება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system