თავში

დედამიწაზე რეკორდული სიცხეები იქნება - მეცნიერები

​დედამიწაზე რეკორდული სიცხეები იქნება - მეცნიერები
დედამიწაზე რეკორდული სიცხეები იქნება - მეცნიერები

დედამიწაზე ტემპერატურის მატების სიჩქარე იზრდება, რაც გამოიწვევს იმას, რომ უახლოეს ათწლეულებში გრძელვადიანი სიცხეების ინტენსიური პერიოდები დაფიქსირდება. ინფორმაციას ამის შესახებ ციურიხის უმაღლესი ტექნიკური სკოლის კვლევაზე დაყრდნობით Axios ავრცელებს.

”მთავარი აზრი ის არის, რომ მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ჩვენ სიცხის უფრო რეკორდული პიკისთვის უნდა მოვემზადოთ, რომელიც ტემპერატურის წინა რეკორდებს ბევრად გადააჭარბებს", - განაცხადა კვლევის მონაწილემ, ერიკ ფიშერმა

კვლევის დროს მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ანომალიურად ცხელი ამინდის პერიოდები, შესაძლოა, სათბურის გაზების გამოყოფასთან იყოს დაკავშირებული. რაც უფრო მაღალია გაზების გამოყოფა, მით უფრო ხშირია სიცხეების პერიოდები.

მკვლევარებმა ასევე აღნიშნეს, რომ დედამიწა ათწლეულის განმავლობაში 0.18 გრადუსით თბება. ეს უფრო სწრაფია, ვიდრე წინა 40 წლის განმავლობაში დაფიქსირდა. მეცნიერთა თქმით, ეს დასკვნები სათბურის გაზების ემისიის შემცირების აუცილებლობაზე მიუთითებს.

ასევე გამოითქვა ვარაუდი, რომ ამჟამინდელი ზომები, შესაძლოა, არ იყოს საკმარისი, რადგან სათბურის გაზები დედამიწის კლიმატს სწრაფად ცვლის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system