თავში

დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე მეტს ინტერნეტთან წვდომა აქვს

​დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე მეტს ინტერნეტთან წვდომა აქვს
დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე მეტს ინტერნეტთან წვდომა აქვს

მსოფლიოში 4,1 მილიარდ ადამიანს ინტერნეტთან წვდომა აქვს. ამის შესახებ გაერო-ს ელექტროკავშირის საერთაშორისო კავშირის კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, 2009 წელს ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი პლანეტის მოსახლეობის 25,8% შეადგენდა, 10 წლის შემდეგ კი ამ მაჩვენებელმა 53,6% მიაღწია.

ინტერნეტის მომხმარებელთა ყველაზე დიდი რაოდენობა ევროპაში ფიქსირდება - 82,5%, ყველაზე დაბალი კი აფრიკაში - 28,2%.

ინტერნეტის გარეშე 3,6 მილიარდი ადამიანი რჩება. უმეტესობა ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრობს.

„ქალებს შორის ინტერნეტით 48% სარგებლობს, მამაკაცებს შორის კი 58%. ქალებსა და მამაკაცებს შორის ყველაზე დიდი წილობრივი განსხვავება აფრიკაში, არაბულ ქვეყნებში და აზიური-წყნარი ოკეანის რეგიონში ფიქსირდება“, - ნათქვამია კვლევაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system