თავში

დელი სამეურნეო ხანძრების სმოგმა დაფარა

​დელი სამეურნეო ხანძრების სმოგმა დაფარა
დელი სამეურნეო ხანძრების სმოგმა დაფარა

ინდოეთის ქალაქი დელი სამეურნეო ხანძრების სმოგმა დაფარა. ის მეზობელი შტატებიდან მოდი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press ავრცელებს.

"ჰაერის დაბინძურების დონე იზრდება, სიტუაცია ყოველ წელს უარესდება. ამის მიზეზი მეზობელ შტატებში მოსავლის ნარჩენების დაწვაა", - ამბობს დელის მთავარი მინისტრი არვინდ კეჯრივალი.

კეჯრივალი მძღოლებს მოუწოდებს, რომ ავტომობილების ძრავები გამორთონ, სანამ საცობში დგანან, რადგან ასე გამონაბოლქვი მცირდება.

საყოველთაო კარანტინის შედეგად დელიში ჰაერი გაიწმინდა, თუმცა სამრეწველო საქმიანობის განახლებისა და გზებზე ავტომობილების დაბრუნების შემდეგ ინდოეთის დედაქალაქში ჰაერის ხარისხი ისევ სავალალოა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system