თავში

დემი ლოვატო აცხადებს, რომ არაბინალურია - VIDEO

დემი ლოვატო აცხადებს, რომ არაბინალურია
დემი ლოვატო აცხადებს, რომ არაბინალურია - VIDEO

მომღერალმა დემი ლოვატომ განაცხადა, რომ არაბინალური გენდერია და წინსართს She/Her იცვლის they/them-ით.  ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

არაბინალური გენდერის წარმომადგენლები თავს არც ქალებად თვლიან და არც კაცებად. ისინი უპირატესობას ანიჭებენ, არ დააზუსტონ მათი გენდერული სპექტრი. 

დემი ლოვატოს განცხადებით, ის მკურნალობისა და საკუთარი თავის აღმოჩენის კურსს გადიოდა, რა დროსაც მიხვდა, რომ ის არაბინალურია. 

"ყოველ დღე, როდესაც ჩვენ ვიღვიძებთ, გვაქვს შესაძლებლობა და შანსი ვიყოთ ის ვინც ვართ, ან ის ვინც გვინდა, რომ ვიყოთ. მე თქვენ თვალწინ გავიზარდე... თქვენ ჩემი კარგიც დაინახეთ და ცუდიც", - წერს მომღერალი Twitter-ზე და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის მის ფანებს საკუთარ გრძნობებზე ესაუბრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system