თავში

დეპრესიამ ბელგიაში ათასობით ადამიანი დააინვალიდა

დეპრესიამ ბელგიაში ათასობით ადამიანი დააინვალიდა
დეპრესიამ ბელგიაში ათასობით ადამიანი დააინვალიდა

ბელგიაში, ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ემოციური გადაწვისა და ხანგრძლივი დეპრესიის გამო მუშაობას ვეღარ ახერხებენ, ბოლო 4 წელიწადში 40%-ით გაზარდა. ინფორმაციას The Brussels Times ქვეყნის ჯანდაცვისა და ინვალიდობის დაზღვევის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს.

სტატისტიკის თანახმად, 2020 წელს დეპრესიისა და ემოციური გადაწვის ნიადაგზე ინვალიდობის დახმარება 111 ათასმა ადამიანმა მიიღო. ეს 39,23%-ითა მეტია, ვიდრე 2016 წლის მონაცემები.

აქედან 78 ათასი ადამიანი დეპრესიით იტანჯება, 33 ათასი კი უკვე კარგა ხანია ვეღარ მუშაობს ემოციური გამოფიტვის გამო.

მთლიანობაში ფსიქიკური დარღვევების გამო ქვეყანაში 170 ათასი ადამიანი დაინვალიდდა. სხვა და სხვა მიზეზით შრომის უუნარო ადამიანების რიცხვი კი 20%-ით - 470 000-დე გაიზარდა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system