თავში

ზიმბაბვეში, ელექტროენერგიის გათიშვის პირობებში, დენის საფასური ოთხჯერ გაძვირდა

აფრიკა ზიმბაბვე
ზიმბაბვეში, ელექტროენერგიის გათიშვის პირობებში, დენის საფასური ოთხჯერ გაძვირდა

ზიმბაბვე უკვე 10 წელია უკიდურეს ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. ინფლაცია, ელექტროენერგიის 18 საათიანი გათიშვა, მედიკამენტების, საწვავისა და ფულის დეფიციტი - სამხრეთაფრიკული სახელმწიფოს ცხოვრება ამ პირობებში უხდება.

ბოლო სამი თვის განმავლობაში ქვეყანაში ელექტროენერგიაზე გადასახადი მეორედ გაიზარდა. ხელისუფლების განცხადებით, ეს საწვავის გაძვირებით არის გამოწვეული. მთლიანობაში ელექტროენერგიის საფასური ოთხჯერ გაიზარდა, მაშინ, როდესაც მოსახლეობას დენი 18 საათიანი ინტერვალით მიეწოდება.

მოსახლეობა პრეზიდენტ ემერსონ მნანგაგვას ხელისუფლებას ადანაშაულებს. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ კრიზისი ინფლაციით არის განპირობებული, რომლის დონემ აგვისტოში 300 %-ს მიაღწია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system