თავში

ბორის ჯონსონი: ბრექსითის შემთხვევაში, ირლანდიის საზღვართან არავითარი საკონტროლო პუნქტი არ იქნება

ბრექსითი ირლანდოა
ბორის ჯონსონი: ბრექსითის შემთხვევაში, ირლანდიის საზღვართან არავითარი საკონტროლო პუნქტი არ იქნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ბრექსითის საბოლოო ტექსტი დღეს უკვე წარედგინა ბრიუსელს, სადაც ნათქვამია, თუ როგორ დატოვებს დიდი ბრიტანეთი და ჩრდილო ირლანდია ევროკავშირს. ჯონსონის თქმით, ბრექსითი ირლანდიის საზღვართან ნებისმიერ კონტროლს გამორიცხავს. ბორის ჯონსონმა მანჩესტერში, კონსერვატორების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ არ იქნება არანაირი საკონტროლო პუნქტი არც ჩრდილოირლანდიის საზღვარზე და არც მის სიახლოვეს.

ბრექსითის გარშემო ევროკავშირთან მოლაპარაკებებში მთავარი პრობლემა ჩრდილოირლანდიის საკითხი იყო. დიდი ბრიტანეთის გასვლა მოითხოვს, რომ ის სრულფასოვან სახელმწიფოთაშორის საზღვრად იქცეს – საპასპორტო კონტროლის პუნქტებით, საბაჟო ზედამხედველობით და ვიდეოდაკვირვების სისტემით.

ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჩრდილოეთ ირლანდიის წამყვანი პოლიტიკური ძალა – იუნიონისტური პარტია.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, უკვე საკმარისი კამათი და განხილვა იყო ბრექსითის გარშემო და ახლა ის უბრალოდ უნდა განხორციელდეს.

„ამომრჩევლები ჩვენგან მოითხოვენ, რომ ჩვენ მათთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე მოვახდინოთ ფოკუსირება. რა სურთ ბრექსითის მომხრეებს, რა სურთ მის მოწინააღმდეგეებს - მათ სურთ რომ ჩვენ გადავდგათ ნაბიჯი. ჩვენ ამიტომაც 31 ოქტომბერს გამოვდივართ ევროკავშირიდან. მოდით განვახორციელოთ ბრექსითი, ჩვენ ეს შეგვიძლია, ეს ჩვენი ვალდებულებაა და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, განაცხადა ჯონსონმა

ჯონსონის თქმით, თუ დიდი ბრიტანეთი, „ტექნიკური დისკუსიის“ გამო ვერ შეძლებს შეთანხმების მიღწევას, ის ევროკავშირს მაინც დატოვებს შეთანხმების გარეშე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system