თავში

ტაქსები აშშ-ში მგზავრებს ვაქცინაციაზე უფასოდ წაიყვანენ

​ტაქსები აშშ-ში მგზავრებს ვაქცინაციაზე უფასოდ წაიყვანენ
ტაქსები აშშ-ში მგზავრებს ვაქცინაციაზე უფასოდ წაიყვანენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტაქსის კომპანია Uber-ი და Lyft-ი სახელმწიფოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, 2021 წლის 4 ივლისის ჩათვლით კორონავირუსის ვაქცინაციის პუნქტებამდე მიმავალ და იქიდან დასაბრუნებელ მგზავრებს უფასოდ გადაიყვანენ. ღონისძიება იმუნიზაციის პროგრამის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

აშშ-ის მთავრობა ტაქსის კომპანიებს ვაქცინაციის 80 ათასამდე პუნქტს გადასცემს, რითიც დაიგეგმება უფასო მარშრუტები.

ინიციატივა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ეკუთვნის, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, 4 ივლისს მოსახლეობის 70% ვაქცინის პირველი დოზით მაინც იყოს აცრილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system