თავში

დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის ახალი ტესტი გამოჩნდა, რომელიც პასუხს 12 წუთში აჩვენებს

დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის ახალი ტესტი გამოჩნდა, რომელიც პასუხს 12 წუთში აჩვენებს
დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის ახალი ტესტი გამოჩნდა, რომელიც პასუხს 12 წუთში აჩვენებს

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სააფთიაქო ქსელი Boots-ი კორონავირუსზე ტესტირების ახალი სერვისს უხელმძღვანელებს. სააფთიაქო ქსელის განცხადებით, კორონავირუსის ტესტი, რომელიც პასუხს 12 წუთში აჩვენებს, კომპანია Boots-ის დახმარებით დიდი ბრიტანეთის შერჩეულ მაღაზიებში რამდენიმე კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ The Guardian წერს.

სააფთიაქო ქსელის განცხადებით, ახალი ტექნოლოგია LumiraDx-მა შეიმუშავა. სწრაფი ტესტი განკუთვნილია მხოლოდ იმ ადამიანებისთვის ,რომლებსაც COVID-19-ის სიმპტომები არ აღენიშნებათ.

Boots-ის დირექტორის თქმით, ერთი ტესტის ფასი 120 გირვანქა სტერლინგი იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ბაზარზე ყველაზე დაბალბიუჯეტიანი კერძო ტესტია.

კომპანია Boots-მა ასევე დაიწყო 48-საათიანი ტესტირების სერვისი, რომელიც იმ ადამიანებისთვის არის გათვლილი, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ, ან უბრალოდ სურთ, რომ საკუთარ ოჯახის წევრების ნახვამდე ჩაიტაროს ტესტირება და მშვიდად შეხვდეს მათ. აღნიშნული სერვისი ხელმისაწვდომია ლონდონის, ბირმინგემის, მანჩესტერის, ედინბურგისა და გლაზგოს 10 მაღაზიაში. თუმცა, ცნობილია, რომ სერვისის გაფართოება იგეგმება.

"Boots-ს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ COVID-19-ის ტესტირებების საკითხში თავიდანვე მხარი დაუჭირა. ჩვენ ამ ახალი სერვისით გვინდა, რომ პანდემიასთან ბრძოლაში კიდევ ერთხელ შევიტანოთ წვლილი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ადგილობრივ მაღაზიებში ამ ტესტირების შეთავაზებით, Boots დაგეხმარებათ, შეამსუბუქოს ზეწოლა NHS-ზე და მთავრობაზე", - განაცხადა Boots-ის დირექტორმა.

მომხმარებელი ტესტის დაჯავშნას სახლიდან გაუსვლელად, მისთვის სასურველ მაღაზიაში, კომპანიის ვებ-გვერდის Boots.com-ის საშუალებით შეძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system