თავში

დიდ ბრიტანეთში ქარიშხალს 2 ადამიანი ემსხვერპლა

დიდ ბრიტანეთში ქარიშხალს 2 ადამიანი ემსხვერპლა
დიდ ბრიტანეთში ქარიშხალს 2 ადამიანი ემსხვერპლა

დიდი ბრიტანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ქარიშხალი „დენისი“ მძვინვარებს. ძლიერი ზამთრის ქარისა და წვიმების შედეგად, რომელიც შტორმს ახლავს თან, ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას EuroNews ავრცელებს.

ადგილობრივი სანაპირო დაცვის წარმომადგენლის განცხადებით, დაღუპულთა ერთი დაღუპული პირის ცხედარი ზღვიდან სამაშველო გემის მეშვეობით გამოიყვანეს, ხოლო, მეორე პირის გვამი ზღვამ გამორიყა.

ქარიშხალი, რომლის სიჩქარეც 158 კმ/სთ შეადგენს ქალაქს ატლანტის ოკეანიდან დაატყდა თავს. ამ სეზონზე ეს ქარიშხლის მეოთხე შემთხვევაა. მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება და მოსახლეობას სიფრთხილის ზომების გამოჩენისკენ მოუწოდებენ.

ამინდის გაუარესება მოსალოდნელია დიდი ბრიტანეთის ყველა რეგიონში, მათ ინგლისის ჩრდილოეთ ნაწილის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ქარიშხალი „კიარას“ თავდასხმას ახლახანს გადაურჩა.

ძლიერი ქარისა და გადაუღებელი წვიმების შედეგად, რომელიც ევროპაში შტორმ "კიარას" ახლდა თან, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა.

მსხვერპლია პოლონეთში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, სლოვენიაში, გერმანიასა და ჩეხეთში.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system