თავში

დიდი ბრიტანეთი კორონავირუსს სერიოზულ საფრთხედ აფასებს

დიდი ბრიტანეთი კორონავირუსს სერიოზულ საფრთხედ აფასებს
დიდი ბრიტანეთი კორონავირუსს სერიოზულ საფრთხედ აფასებს

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსს ძალიან სერიოზულ საფრთხედ აფასებს და მისი გავრცელების, ან ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შესამცირებლად უსაფრთხოების მაქსიმალური ზომების მიღება გადაუდებელ აუცილებლობად მიიჩნევს.

სამინისტრომ ჩინეთის ვუჰანი და ჰუბეი „დაავადების ზონად“ შეაფასა და ვირუსთან საბრძოლველად სტრატეგია უკვე დასახა. ადმინისტრაციამ ორი საავადმყოფო Arrowe Park-ი და  Kents Hill-ი გამოყო, როგორც „იზოლატორი“ სადაც ვირუსით დაავადებულ პაციენტებს მოათავსებენ. ამ ეტაპზე დიდი ბრიტანეთში დაავადების 4 შემთხვევაა გამოვლენილი. ვუჰანიდან ევაკუირებული ბრიტანეთის მოქალაქეები კი, 14 დღიან კარანტინში იმყოფებიან.

ჩინეთში, საიდანაც კორონავირუსი დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა, ამ დროისთვის  დაავადებულთა რიცხვი 39800-ს აჭარბებს, დაღუპულია 904 ადამიანი. ამათგან 97 პაციენტი გუშინ გარდაიცვალა, რაც კორონავირუსით ერთ დღეში გარდაცვალების ყევლაზე მაღალი მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფო დატოვა 3000-ზე მეტმა პაციენტმა.

ჩინეთში კორონავირუსთან საბრძოლველად მსოფლიო ექსპერტთა ჯგუფი ჩავა. ექსპერტები ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან. გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის შეხვედრაზე მიიღეს.

იმ ფონზე, როდესაც ჩინეთში ერთ დღეში კრონავირუსით გარდაცვალების პიკი დაფიქსირდა, ქვეყანა ნელ-ნელა ცდილობს, დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მოქალაქეებმა დღეს დილიდან, დაიწყეს საწარმოებსა და ოფისებში დაბრუნება. კორონავირუსის აფეთქების გამო ჩინეთში გარკევული შეზღუდვები მოქმედებს სამუშაო გრაფიკთან, სახლიდან გასვლასთან და გადაადგილებასთან დაკავშირებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system