თავში

დიეტოლოგები: პანდემიის შედეგად მასობრივი ჭარბწონიანობა გაჩნდება

​დიეტოლოგები: პანდემიის შედეგად მასობრივი ჭარბწონიანობა გაჩნდება
დიეტოლოგები: პანდემიის შედეგად მასობრივი ჭარბწონიანობა გაჩნდება

დიეტოლოგები თვლიან, რომ კორონავირუსის პანდემია მასობრივ ჭარბწონიანობას გამოიწვევს. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ქვეყნების უმეტესობის მიერ გამოცხადებული კარანტინის პირობებში ადამიანები ნაკლებად მოძრაობენ და საკვებს, ხშირ შემთხვევაში, უკონტროლოდ იღებენ. ამის შესახებ Daily Mail წერს.

დიეტოლოგი დიდი ბრიტანეთიდან, ჯენიფერ ობერტი აღნიშნავს, რომ ახლა ადამიანები, ვინც კარანტინში იმყოფება, 400 კალორიით ნაკლებს წვავს, ვიდრე ცხოვრების ჩვეულებრივი რეჟიმის დროს. ამასთან, უმეტესობა სტრესშია, რომელიც მათ არაჯანსაღი საკვების მიღებას "აიძულებს".

ბრიტანეთის კვების ფონდის სპეციალისტები თვლიან, რომ წონის შენარჩუნება ამ პირობებში ძალიან რთული იქნება.

"ჭარბწონიანობა შეიძლება ყველას დაგვემართოს, მაშინაც კი, თუ ჩვენ სახლში სპორტით დაკავებას ვცდილობთ", - აცხადებს ფრანგი დიეტოლოგი ჯულიან მერსიე.

განსაკუთრებით მოწყვლადი ჭარბწონიანობის მიმართ კი ბავშვები არიან. სპეციალისტები ამბობენ, რომ სეირნობისა და მეგობრებთან აქტივობებს ჩამოშორებულ შვილებს, გუნების ამაღლებისთვის, მშობლები ხშირად ტკბილეილს, ან სხვა არაჯანსაღ საკვებს აძლევენ.

თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ წონის არასასურველი მატების პრევენცია მაინც შესაძლებელია. ამისთვის დღის რეჟიმის დაცვა, დაბალანსებული კვება, ჯანსაღი პროდუქტების არჩევა და სახლის პირობებში, შეძლებისდაგვარად, სპორტით დაკავებაა საჭირო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system